მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nexia TA აუდიტის ბაზარზე მესამე ყველაზე დიდი დამსაქმებელია

5f6326c40392e
BM.GE
17.09.20 13:03
2258

2019 წლის ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) გაასაჯაროა, Nexia TA დღეს ბაზარზე ოპერირებად აუდიტორულ კომპანიებს შორის მესამე ადგილზეა დასაქმებულთა რაოდენობით, რაც კომპანიამ დაარსებიდან სულ რაღაც 6 წლის მანძილზე შეძლო.

გამოქვეყნებული მონაცემებით, 2019 წელს წინა წელთან შედარებით კომპანიის გუნდი 41%-ით გაიზარდა, ზრდა როგორც არსებული მიმართულებების ასევე, ახალი მიმართულებების დამატებამ და განვითარებამ განაპირობა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ადამიანების სურვილი, კარიერა Nexia TA- ში დაეწყოთ ან გაეგრძელებინათ.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ Nexia TA-ს "სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციამ" (ACCA) მიანიჭა სტატუსი - აკრედიტებული დამსაქმებელი (Approved Employer - Trainee Development, Platinum), რაც ნიშნავს ACCA- ს სტუდენტების მხარდამჭერ დამსაქმებელთა ექსკლუზიურ ჯგუფში გაწევრიანებას. ACCA-ს ეს პროგრამა სტატუსს ანიჭებს ისეთ დამსაქმებელ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ სტანდარტებს პერსონალის მომზადებისა და განვითარებისთვის.

კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებზე, მათთვის საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნასა და კეთილგანწყობილი, განვითარებაზე ორიენტირებული კორპორაციული გარემოს ფორმირებაზე.

მენეჯმენტის ჰორიზონტალური სტრუქტურა, ღია და დემოკრატიული მიდგომა თანამშრომლებისადმი აქ სამუშაო პროცესს საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. გუნდი აქ ფორმალური სიტყვები არაა, ეს ერის მხარდამჭერი და ნდობაზე დაფუძნებული ადამიანების ერთობაა, რომლებსაც საერთო მიზნები და ერთი მისია აერთიანებთ: კლიენტი კომპანიების მაქსიმალური გაძლიერება და გაუმჯობესება იმისთვის, რომ მათ მიაღწიონ საუკეთესო შედეგებს და ხელი შეუწყონ ქვეყნის განვითარებას, მის ეკონომიკურ ზრდას და ადგილის დამკვიდრებას განვითარებულ და ცივილიზებულ სამყაროში.

ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანას ყველა სხვადასხვანაირად, საკუთარ კომპეტენციასა და ხედვაზე დაფუძნებით ახორციელებს.
თანამშრომელი და, ზოგადად, ადამიანი კომპანიაში მთავარი ღირებულებაა, სწორედ ამას ეხმიანება Nexia TA-ს გამარჯვება საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში Meliora 2019 კატეგორიაში „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“ პროექტით - „თანამშრომელი ყველაზე მაღალი ღირებულება“.

დღეს კომპანია აგრძელებს თავისი მთავარი ღირებულების მხარდაჭერას და კოვიდ-კრიზისულ გარემოში მაქსიმალურად უწყობს თანამშრომლებს ხელს ეფექტურად იმუშაონ ქვეყანაში გარემო პირობების მოთხოვნების შესაბამისად ოფლაინ თუ ონლაინ რეჟიმში. კომპანიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ყველა თანამშრომელი და ეს შენარჩუნება მომხდარიყო მათი ხელფასების სრული ანაზღაურებით. კომპანიის მენეჯმენტი ამაყობს ამ მიღწევით, რადგან ეს არ იყო ადვილი.

როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი ამბობს: „ჩვენ, მმართველი პარტნიორები, მუდმივად ჩართულები ვართ გუნდის განვითარების პროცესში, თითოეული კადრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ჩართულობით თანამშრომლებისთვის მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა პანდემიის და კრიზისის გავლენა: შევინარჩუნეთ უკლებლივ ყველა თანამშრომელი სრული ანაზღაურებით. ეს კარგი მოტივაცია აღმოჩნდა გუნდისთვის და გაიზარდა მათი მუშაობის ეფექტურობა მიუხედავად დისტანციურ რეჟიმში მუშაობაზე გადასვლისა.“

Nexia TA ესაა კომპანია, სადაც პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანი და საინტერესოა, როგორც შედეგი. აქ თვალსაჩინო შედეგები თანმიმდევრული, საინტერესო და ცოცხალი სამუშაო პროცესით იქმნება.

 

 


 

(NS)