მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nexia TA International Accounting Bulletin-ის პრესტიჟული კონკურსის ფინალისტია

5d84c8bc89489
BM.GE
20.09.19 16:33
2676

Nexia International-ის წარმომადგენელი საქართველოში Nexia TA წელს უკვე მეორედ მსოფლიოს #1 საბუღალტრო გამოცემის - IAB-ის ყოველწლიური პრესტიჟული კონკურსის ფინალშია. Nexia TA Nexia International-მა წარადგინა ორ ნომინაციაში: „საკონსულტაციო მიმართულების წლის პროექტი“ და „წლის საკომუნიკაციო კამპანია“.

გამარჯვებულები 2019 წლის 3 ოქტომბერს, ლონდონში, გალა დაჯილდოებაზე გამოვლინდებიან:

http://www.internationalaccountingbulletin.com/Event/the-8th-digital-accountancy-forum-and-awards-2019#parentHorizontalTab5

International Accounting Bulletin იგივე საერთაშორისო სააღრიცხვო ბიულეტენი ერთადერთი გლობალური ჟურნალია, რომელიც ყოველწლიურად რეიტინგებს ადგენს, ასაჯაროებს კვლევებზე დაფუძნებულ ანალიზებს, ხოლო წელიწადში ერთხელ რელევანტური პროფილის მქონე კომპანიებსა და ქსელებს მათი მიღწევების მიხედვით აჯილდოებს.

2018 წელს Nexia TA-მ ერთხელ უკვე გაიმარჯვა IAB-ის პრესტიჟულ კონკურსში ნომინაციაში „ბუღალტერიის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვილისათვის“. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართული აუდიტორული კომპანია მსგავსს პრესტიჟულ კონკურსზე წარსდგა, ფინალში გავიდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გაიმარჯვა.



Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი: „ 2019 წელს „სოციალური მიმართულების პროექტი „Nexia TA - თქვენი უფლებების დასაცავად“ IAb-ის ჟიურიმ მეტად საინტერესოდ მიიჩნია. ეს არის პროექტი, რომელშიც Nexia TA -ს თითოეული თანამშრომელი სრულიად მოხალისეობრივად ჩაერთო საკითხის აუცილებლობიდან გამომდინარე.

პროექტის ფარგლებში ყველა კომპანიას, რომლებსაც საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განუხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, ჩვენ მივეცით შესაძლებლობა ერთ ლარად მიეღოთ Nexia TA -ს მაღალკვალიფიციური მომსახურება და დაეცვათ საკუთარი უფლებები შესაბამის ინსტანციებში.

აღნიშნულმა პროექტმა თავიდანვე დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ხოლო ჩვენი დახმარებით ბიზნესმა მნიშვნელოვანი შვება იგრძნო. ჩვენ დღემდე არასოდეს წაგვიგია სასამართლო პროცესი და ვინარჩუნებთ 100 %-იან მოგების მაჩვენებელს. პროექტი დაგეგმილია 2019 წლის ბოლომდე, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლოა ვადა გავაგრძელოთ. ამჟამად ბენეფიციარების შერჩევის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.“


Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი ბორის მეგრელიშვილი: „მეორე ნომინაცია, სადაც Nexia TA წარადგინეს, საკონსულტაციო მიმართულებას ეხება, რომელიც ჩვენთან სრულად განახლდა 2019 წელს. როდესაც გვთხოვეს მათთვის შესაფასებლად გაგვეგზავნა ჩვენს მიერ განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, არჩევანის გაკეთება საკმაოდ გაგვიჭირდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება მივიღეთ პროექტის მასშტაბურობიდან, სირთულიდან და შემჭიდროებული ვადებიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, ზუსტად ამ კრიტერიუმებმა განაპირობა, რომ ჩვენ ამ ეტაპზე მსოფლიოს მასშტაბით ასეთი პრესტიჟული კონკურსის ფინალში ვართ.“

Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი დავით ლომიძე: „ძალიან გვეამაყება, რომ Nexia TA ერთადერთი კომპანიაა საქართველოს აუდიტის ბაზარზე, რომელმაც 2018 წელს ერთხელ უკვე მოიპოვა IAB-ის ჯილდო. მოგეხსენებათ, ერთი წლის წინ კომპანია ბუღალტერიის როგორც სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვეს. ჟიურიმ ძალიან მკაცრი კრიტერიუმებით შეაფასა კონკურსის მონაწილეები და საბოლოოდ გამარჯვება ჩვენ მოგვანიჭა.

ვაფასებთ Nexia International-ის ნდობას, რადგან 2019 წელსაც შარშანდელის მსგავსად მათი რეკომენდაციით ვიღებთ მონაწილეობას აღნიშნულ კონკურში. ასევე სწორედ სათაო ოფისის გადაწყვეტილებითა და საერთაშორისო ჟიურის შეფასებებით 2017-ში ჩვენ გავხდით საერთაშორისო აუდიტორული ქსელის ერთადერთი წარმომადგენელი კომპანია საქართველოში, რომელიც საკუთარ ქსელში დააჯილდოვეს როგორც საუკეთესო, წლის კომპანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ქსელი ჩვენზე დიდ იმედებს ამყარებს, რაც ჩვენს მოტივაციას ერთიორად ზრდის.

2019-შიც შარშანდელის მსგავსად დიდი კონკურენციაა, ვეჯიბრებით საუკეთესო კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით და ის, რომ უკვე ფინალისტები ვართ ჩვენთვის დიდი პატივია, თუმცა გამარჯვების სურვილი და მოლოდინიც რა თქმა უნდა ძალიან დიდია.“