მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nexia TA-ის ზრდამ 2022 წელს 20%-ს გადააჭარბა - გელა მღებრიშვილი

63d53636d29dc
თელარა გელანტია
29.01.23 00:20
1053
აუდიტორული კომპანია Nexia TA-ის მმართველი პარტნიორის გელა მღებრიშვილის ინფორმაციით, შარშან Nexia TA-ს ზრდამ 2022 წელს 20%-ს გადააჭარბა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა Forbes Talks-თან ინტერვიუში, 2022 წლის შეჯამებისას განაცხადა.

"აუდიტორული კომპანიებისთვის 2022 ძალიან კარგი წელი იყო, გასაკვირად კარგი წელი... აუდიტორული ბაზარი მზარდია; 2021 წელს ჯამურმა ზრდამ 8% შეადგინა და 2022 წლის მაჩვენებლებს როდესაც გამოაქვეყნებენ კომპანიები, ეს რიცხვი ალბათ ორნიშნა იქნება. მაგალითად, Nexia TA-ს ზრდამ 2022 წელს 20%-ს გადააჭარბა“, - განაცხადა გელა მღებრიშვილმა.

Nexia Ta-ი 250 ადამიანს ასაქმებს.



აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიები საკუთარ ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშებს მათ მარეგულირებელს უგზავნიან. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) აღნიშნული ანგარიშგებები უკვე გამოაქვეყნა. წამყვანი აუდიტორული ფირმების შემოსავალმა 2021 წელს 95 მილიონ ლარამდე შეადგინა (წარმოდგენილია ის კომპანიები, რომელთა ფინანსური ანგარიშიც გასაჯაროებულია). 2020 წელთან შედარებით ეს თანხა 6.8 მილიონი ლარით მეტია. ამ რეიტინგში "ნექსია თიეი" მე-6 პოზიციაზეა. კომპანიის  შემოსავალი 2021 წელს 7,963,306 ლარი იყო, 2020 წელს - 7,429,027 ლარი.

რამდენი მილიონის შემოსავლები აქვთ აუდიტორულ კომპანიებს?