27.მარტი .2020 12:00

Nexia TA იწყებს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს "Move on Georgia"

views 1279
უკან

კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. ასეთი ტიპის მოვლენები განსაკუთრებულად მგრძნობიარეს ხდის ისეთ პატარა ეკონომიკებს, როგორიც საქართველოა. მომავლის განჭვრეტა არც თუ ისე მარტივია, მრავალი ქვეყანა მსოფლიო პანდემიის დასრულების შემდეგ სრულიად სხვა მოცემულობის წინაშე დადგება.

ამ ყველაფრის გათვლისიწნებით, ნექსია თიეიმ გადაწყვიტა თავისი წვლილი შეიტანოს ბიზნესის მხარდაჭერაში და აქტიური მდგომარეობის შენარჩუნებაში.

სწორედ ამიტომ, კომპანია იწყებს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს, სახელწდებით „Move on Georgia”, რომელიც წარიმართება ორი მიმართულებით: უფასო ვებინარები და უფასო კონსალტინგი.

უფასო ვებინარები იწება 27 მარტიდან და მისი მიზანი გლობალურ რესურსებზე დაფუძნებული პროფესიული გამოცდილების გაზიარება და ცნობიერების ამაღლებაა. ვებინარებზე დარეგისტრირება შეუძლიათ, როგორც პროფესიული წრეების წარმომადგენლებს, ისე სხვა დაინტერსებულ პირებსაც. ვებინარების თემებია: 

• საქართველოს და სხვა ქვეყნების საგადასახადო გადაწყვეტილებები Covid-19-ის გავრცელების პერიოდში, საბაჟო პროცედურები;
• საგადასახადო სიახლეები;
• შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები;
• ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება მენეჯმენტისთვის;
• ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და ტრანსფორმაცია და მათი მნიშვნელობა;
• ბრენდინგი და კომუნიკაციები;
• მოგების გადასახადი;
• საიჯარო ურთიერთობები;
• IFRS 16 - იჯარა;
• COVID-19 - ახალი სამართლებრივი რეალობა საქართველოში;
• IFRS სტანდარტები;
• დღგ-ს ახალი მოდელი

ვებინარზე დასასწრებად, საჭიროა, დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/2UdLJD5  
ვინაიდან ამ ეტაპზე კომპანიები გადიან კრიზისულ პერიოდს, ნექსია თიეი თავისი კომპეტენციის გამოყენებით დაეხმარება ბინზეს სუბიექტებს ფინანსური დანახარჯების შემცირებაში და ეკონომიკური სირთულეების გადალახვაში.
Nexia TA საავადმყოფოებს, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან COVID-19-თან ბრძოლაში; HoReCa სექტორს; სატრანსპორტო და ტურისტულ სექტორებს; კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ საქართველოში; სადისტრიბუციო და რითეილ სექტორებს, სამშენებლო სექტორს სთავაზობს დისტანციურად შემდეგ უფასო საკონსულტაციო მომსახურებებს:
• 1 თვიანი უფასო საგადასახადო კონსულტაციები;
• 1 თვიანი უფასო საბუღალტრო კონსულტაციები;
• 1 თვიანი უფასო Nexia TA Legal-ის მომსახურება სასტუმროებისთვის;
• 1 თვიანი უფასო Nexia TA Legal-ის მომსახურება ბიზნეს სამართლებრივ ურთიერთობებში საავადმყოფოებისთვის, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან COVID-19-თან ბრძოლაში;
• 3 თვის განმავლობაში ყოველი მიმდინარე თვის რეპორტინგი და ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
დღეს საკვანძო საკითხია არამხოლოდ კორონავირუსის შეჩერება, არამედ ეკონომიკასა და ფინანსურ ბაზრებზე შეფერხების დონის შეზღუდვა. ამ პროექტით, Nexia TA მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას და ბიზნესებს, მიუხედავად მიმდინარე მოვლენებისა, არ დანებდნენ და უფრო აქტიურად ჩაერთონ სამუშაო პროცესებში ჩვენივე და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

მომსახურების მისაღებად, საჭიროა, მითითებულ ბმულზე დარეგისტრირება:
https://bit.ly/3ajRhBJ  

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა