მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nexia TA-მ ახალი სერვისი - “ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და ტრანსფორმაცია“ - დაამატა (R)

5ee9ef57e55d4
BM.GE
17.06.20 13:20
1549
Nexia TA-მ ახალი სერვისი - “ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და ტრანსფორმაცია“ - დაამატა.

გამართული ბიზნეს პროცესები უზრუნველყოფს პროცედურების სტანდარტიზაციას იმ ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც ძალზედ მნიშნველოვანია ბიზნესისთვის. მიმართულების ექსპერტები ეხმარებიან კლიენტ კომპანიებს საკუთარი ბიზნეს მოდელის გაანალიზებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც ამ მოდელებს აუმჯობესებს შემდეგი 4 ეტაპის გავლით:

არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა და ანალიზი;
სწორი რეკომენდაციების შემუშავება ეფექტური ცვლილებების განსახორციელებლად;
ბიზნეს პროცესების მოდელირება;
ცვლილებების მართვა (ტრანსფორმაცია, ავტომატიზაცია, ციფრული ტექნოლოგიები).

19 ივნისს, 16:00 საათზე, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის და ტრანსფორმაციის მიმართულების ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას წარუძღვებიან პროცესების ოპტიმიზაციისა და ტექნოლოგიების დირექტორი - გიორგი ხაცაკვაძე და, უშუალოდ, ამ მიმართულების ხელმძღვანელი - ლევან ქარენაშვილი.

პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე:  https://bit.ly/2YrBITE  

ონლაინ პრეზენტაციაზე იმ მეთოდებსა და მოდელებს განიხილავენ, რომლებიც დაეხმარება კომპანიებს მარტივად და ეფექტურად მართონ გუნდი დისტანციურ რეჟიმში, გამოიყენონ კომპანიის რესურსები უფრო ეფექტურად და პოსტ-კრიზისულ პერიოდში მაქსიმალურად შეამცირონ კომპანიის დანახარჯები.