მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nexia TA ქართულ აუდიტორულ ბაზარზე კვლავ ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა

5fe5b77e7117f
BM.GE
25.12.20 13:55
1421

მას შემდეგ რაც კომპანიებს დაეკისრა ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება, ბაზარზე აუდიტორულ მომსახურებაზე მოთხოვნა უფროდაუფრო იზრდება, თუმცა საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მომუშავე აუდიტორული ფირმები არც თუ ისე ბევრია.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის ფინანსური შედეგების თანახმად, Nexia TA-მ წინა წელთან მიმართებაში 51%-იანი ზრდა აჩვენა. ამ მონაცემით ის ქართულ აუდიტორულ ბაზარზე ოპერირებად მსოფლიო ათეულის წარმომადგენლებს შორის კვლავ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად რჩება.

Nexia-ს ბრენდის საქართველოში შემოსვლიდან წლიდან წლამდე იზრდება კომპანიაში მომუშავე ადამიანების რიცხვი, ხდება მათი ცოდნის განვითარება კვალიფიკაციის მინიჭების სისტემით, მენტორების გამოყენებით, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებითა და ბევრი სხვადასხვა მეთოდით, რაც Nexia-ს გლობალურ ქსელშია აღიარებული და საქართველოში დანერგილი.

2019 წელს წინა წელთან შედარებით კომპანიის გუნდი 41%-ით გაიზარდა და SARAS-ის მონაცემებით Nexia TA აუდიტის ბაზარზე მესამე ყველაზე დიდი დამსაქმებელია.

2020 წლის კრიტიკულ პერიოდში კომპანიას არ შეუმცირებია თავისი საკადრო რესურსი და გუნდთან ერთად აგრძელებს მნიშვნელოვან გამოწვევებზე მუშაობას კლიენტი კომპანიებისა და საკუთრი ბრენდის განვითარების მიმართულებით.

“ის, რომ ჩვენ არ ვკარგავთ ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიის სტატუსს დღემდე იმ ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით გაწეული მომსახურების შედეგია, რომელსაც ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ. იყო კლიენტისთვის სანდო და საიმედო პარტნიორი, ჩვენთვის უმთავრესი ღირებულებაა, მათთვის კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თავი იგრძნონ განსაკუთრებით დაცულად.“- ამბობს Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი ბორის მეგრელიშვილი.

დღეს Nexia TA 500-მდე კომპანიას ემსახურება და ბიზნესებისთვის ის საიმედო პარტნიორია, რომელიც მათ სიმშვიდეს და დაცულობას უზრუნველყოფს. ასეთ შედეგს მაღალი კომპეტენციის მქონე გუნდის წევრების გადაწყვეტილებები ქმნიან და ის საერთაშორისო სტანდარტები და საქმისადმი მიდგომა, რომელიც კომპანიაშია დანერგილი.

Nexia TA ესაა კომპანია, სადაც პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანი და საინტერესოა, როგორც შედეგი.

 


(NS)