მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nexia TA-ს საკონსულტაციო მომსახურების მნიშვნელობა და გლობალური შესაძლებლობები ბიზნესების მხარდასაჭერად

611e17129cfec
BM.GE
19.08.21 12:30
1373
ორგანიზაციებს საკუთარი ამბიციების, მიზნების, ზრდისა და კრიზისული სიტუაციების მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება ესაჭიროებათ. ხშირად საჭირო ხდება საქმიანობის სწორი მიმართულებით განახლება, ან ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის წარმატებულ ოპერირებას ბაზარზე.

Nexia TA გთავაზობთ მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებებს, გუნდურ მიდგომას და სერვისს, რომელიც ორიენტირებულია კლიენტი კომპანიის ზრდასა და წარმატების მიღწევაზე. სპეციალიზებული გუნდები ერთად მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ კომპანიის კლიენტებმა შეძლონ ნებისმიერი შემხვედრი გამოწვევის თუ სირთულის გადალახვა, განსაკუთრებით კი დღეს არსებულ არაპროგნოზირებად და კრიზისულ გარემოში.
Nexia TA-ს კომპეტენცია და გლობალური შესაძლებლობები საკონსულტაციო მიმართულებით კლიენტთან ინდივიდუალურ და ეფექტურ მიდგომას უზრუნველყოფს.

ქონების/ბიზნესის შეფასება Nexia TA-ში მნიშვნელოვანი მიმართულებაა და საერთაშორისო შეფასების სტანდარტის(IVS) მიხედვით სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ ხორციელდება, რომლის შედეგადაც გაიცემა შესაბამისი ანგარიში.

პანდემიის მიუხედავად, ბიზნესის შეფასების მიმართულებაზე მომუშავე საკონსულტაციო გუნდი გაძლიერდა და მას 3 ახალი სერტიფიცირებული ბიზნესის შემფასებელი დაემატა; გუნდი გაძლიერდა უძრავი/მოძრავი ქონების შეფასების მიმართულებითაც, სადაც ასევე დაემატა კიდევ 1 მთავარი შემფასებელი.

პანდემიურ გარემოში თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ ინვენტარიზაციის მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია, რომელიც ბუღალტრული ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენას გულისხმობს. Nexia TA უამრავ კომპანიას დაეხმარა აღმოეჩინათ და აღმოეფხვრათ უზუსტობები სწორედ მათი დისტანციურად მუშაობის დროს, რადგან ცარიელი სამუშაო სივრცე იძლეოდა ინვენტარიზაციის პროცესის გამარტივების შესაძლებლობას.

სწორედ პანდემიის დროს Nexia TA-მ შეძლო შეემუშავებინა ბაზარზე უკონკურენტო და ინოვაციური ძირითადი საშუალებების საინვენტარიზაციო CLOUD პროგრამა MULTI, რომელიც იძლევა ძირითადი საშუალებების მართვის შესაძლებლობას ნებისმიერი ადგილიდან, ხოლო სისტემაში ინტეგრირებული RFID წამკითხველი საგრძნობლად ამცირებს ინვენტარიზაციისათვის განკუთვნილ დროს, შესაბამისად, მცირდება ინვენტარიზაციისათვის საჭირო დროითი და ადამიანური რესურსი და, რაც მთავარია, იკლებს ცდომილების დაშვების ალბათობა.

კომპანიის ზრდასთან ერთად გადასამუშავებელი ფინანსური ინფორმაციის მოცულობა იმდენად იზრდება, რომ გენერალური დირექტორი ვეღარ ითავსებს ფინანსურ ფუნქციებს და დგება დრო, როდესაც კომპანიას უჩნდება ფინანსური დირექტორის დაქირავების აუცილებლობა. სწორედ ამიტომ, Nexia TA-მ, პანდემიური გარემოს ფონზე დაამატა ახალი სერვისი: CFO აუთსორსინგი, რომელიც გულისხმობს კვალიფიციური ფინანსური დირექტორის მომსახურებას, სხვადასხვა ფინანსური სირთულეების დაძლევას კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ამის გარდა CFO-ს დანიშნულებაა ბიუჯეტის სწორი დაგეგმვა და კონტროლი, ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზი, ძირითადი საშუალებების შეფასება, ფინანსურ ინსტიტუტებთან (ბანკები, ფონდები) ურთიერთობა/მოლაპარაკება და ა.შ.

Nexia TA უზრუნველყოფს 2 სახის CFO Outsourcing მომსახურებას: 1) სრული outsourcing მათთვის, ვისაც ფინანსური დირექტორი არ ჰყავს და 2) ფინანსური მხარდაჭერა („ფინანსური გაჯანსაღება“) მათთვის, ვისაც ფინანსური დირექტორი ჰყავს, მაგრამ მაინც სურს საჭირო მიმართულებით ფინანსური საკონსულტაციო დახმარების მიღება.

დღეს Nexia TA აქტიურად უწევს მხარდაჭერას თავის კლიენტ კომპანიებს და ეხმარება მათ საუკეთესო შედეგების მიღწევაში საგულდაგულოდ შერჩეული შემდეგი საკონსულტაციო სერვისებით:

• ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) (IFRS for SME) დანერგვა;
• ბაზრის კვლევა და ანალიზი;
• Due Diligence & ტრანზაქციის მომსახურებები, შეფასების სერვისი (ძირითადი აქტივები, არამატერიალური აქტივები, წილი, ბიზნესი და ა.შ);
• სასესხო პორტფელის შეფასება;
• ბიზნესის ეფექტურად წარმოებაში მხარდაჭერა;
• კომპანიების შერწყმა და შესყიდვა;
• ძირითადი საშუალებებისა და მარაგების ინვენტარიზაცია (ბუღალტერიასთან შედარება შემდგომი ანალიზის მიზნით);
• საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერა;
• რეაბილიტაციის და ლიკვიდაციის მართვა;
• პროექტების მართვა (project management);
• ფინანსური მენეჯერის (CFO) აუთსორსინგი.

(R)