მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nexia TA საქართველოში მოღვაწეობის 6 წლის თავს აღნიშნავს

5ea815fe3446a
BM.GE
28.04.20 15:35
2693

Nexia TA საქართველოში მოღვაწეობის 6 წლის თავს აღნიშნავს. კომპანია დღეს აუდიტორულ კომპანიებს შორის წამყვან პოზიციებს იკავებს და 200-ზე მეტი თანამშრომლით აუდიტორული, ბუღალტრული, საგადასახადო, საკონსულტაციო, იურიდიული და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებებით არის წარმოდგენილი. ამასთან ერთად, კომპანიას დაფუძნებული აქვს Nexia TA Academy, სადაც კომფორტული გარემოა შექმნილი პროფესიული განვითარებისთვის ინდივიდუალური და კორპორატიული ტრეინინგების საშუალებით.

Nexia TA Nexia International-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Nexia International-ი მსოფლიოს 122 ქვეყანაში მოღვაწეობს და საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შედის. Nexia International-ის წარმომადგენლობა ეხმარება კომპანიას გლობალური გამოცდილების ლოკალურად გამოყენებაში და, ასევე, თანამშრომლების მოზიდვასა და შემდგომ მათ განვითარებაში. თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ პრაქტიკა ბრენდის რომელიმე წევრ ქვეყანაში გაიარონ.

Nexia TA-ს "სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციამ" (ACCA) მიანიჭა სტატუსი - აკრედიტებული დამსაქმებელი პროფესიული განვითარების მიმართულებით (Approved Employer - Professional Development). ACCA-ს ეს პროგრამა სტატუსს ანიჭებს ისეთ დამსაქმებელ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ სტანდარტებს პერსონალების მომზადებისა და განვითარებისთვის.
წარმატების გზა, რომლიც Nexia TA-მ გაიარა გამოწვევებით, ხშირად რისკიანი ნაბიჯებით, სწორი გადაწყვეტილებებით, პროფესიონალიზმითა და უწყვეტი წარმატების სურვილით იყო განპირობებული.

კომპანიაში ამბობენ, რომ თითოეული განვლილი წელი მნიშვნელოვანია, ყოველ მათგანს აქვს თავისი მისია, თავისი როლი საბოლოო წარმატებისა და ზრდის საქმეში. მაგრამ მაინც არსებობს გამორჩეული, გარდამტეხი წლები და თარიღები.

2017 წელს Nexia International-ის ყოველწლიურ სამიტზე, მსოფლიოს 115-ზე მეტი ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისს შორის მიიღო ტიტული - „წლის კომპანია“.

Nexia TA-სთვის განსაკუთრებული იყო 2018 წლის შეფასება, როცა Nexia International-მა Nexia TA IAB-ის (#1 საბუღალტრო გამოცემა მსოფლიოში) პრესტიჟულ კონკურსზე წარადგინა ნომინაციაში: Accounting Capacity Building Champion, რაც გულისხმობდა კომპანიის შეფასებას მის მიერ ბუღალტერიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის მიხედვით.

საქართველოში ეს პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართული აუდიტორული კომპანია მსგავს პრესტიჟულ კონკურსზე ნომინანტი იყო და გაიმარჯვა. ასეთი მაღალი შეფასება მოტივაციად იქცა გუნდისთვის და კომპანიაში 2019 წელს წლიური შემოსავლი 7 მილიონს მიუახლოვდა და, შესაბამისად, 54% პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, მხოლოდ ბუღალტერიის აუთსორსინგის მიმართულებამ კი 80%-იანი ზრდა აჩვენა. იმ პერიოდისთვის ახალმა მიმართუელებებმა Nexia TA Legal-მა და ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულებამ 400%-აინი ზრდა უზრუნველყვეს და, ფაქტობრივდ, ერთ წელიწადში მოახერხეს ბაზარზე უკვე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კონკურენტებთან გათანაბრება.

Nexia TA მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე, ვინაიდან საკონსულტაციო ბიზნესის მთავარი “დრაივერები” ნდობა და მხარდაჭერაა, კომპანია ამ „დრაივერების“ ჩანერგვას სწორედ თანამშრომლებში ახდენს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც Nexia TA გახდა საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2019-ის გამარჯვებული კატეგორიაში "პასუხისმგებელი დამსაქმებელი" პროექტით - “თანამშრომელი ყევლაზე მაღალი ღირებულება”.

დღეს Nexia TA აგრძელებს განვითარებას და COVID 19-ის პირობებში მხარს უჭერს თავის კლიენტ კომპანიებს გადარჩენასა და პოზიტიური მუხტის შენარჩუნებაში. პანდემიის დროს „Move on Georgia“-ს დევიზის ქვეშ კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს ახორციელებს, უკვე 500-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა უფასო სასწავლო ვებინარებზე და 100-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო საჩუქრად კომპანიის სერვისებიდან უფასო საკონსულტაციო მომსახურებები.

ასევე, ამ კრიზისულ პერიოდში Nexia TA, როგორც Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი, ცდილობს წაახალისოს კომპანიები და Office 365 E1 პაკეტს 6 თვით უფასო დანერგვას უზრუნველყოფს.

განსაკუთრებული მნიშვნელობის გახდა სერვისი „ბუღალტერია მარტივად“, რაც დაბალბიუჯეტიან კომპანიებსა და ორგანიზაციებს შანსს აძლევს საერთაშორისო კლასის მომსახურება ერთი თანამშრომლის მომსახურებაზე დაბალ ფასად მიიღონ და თავი განსაკუთრებით დაცულად იგრძნონ.

დღეს Nexia TA დისტანციურად ახორციელებს თავის საქმიანობას, ის თვლის, რომ ეს პერიოდი კარგი დროა ანალიზისთვის და მომავალი ქმედებების დაგეგმვისათვის. სულ მალე, Nexia TA შემოგვთავაზებს ახალ პროდუქტს, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას და ტრანსფორმაციას, რაც ხელს უწყობს კომპანიებში არსებული რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას. სტრატეგიული ბიზნეს მოდელის შერჩევისას იზრდება კომპანიის პროდუქტიულობა, მცირდება ხარჯები და დანაკარგები, მიიღწევა მეტი მომგებიანობა.

Nexia TA არის კომპანია, სადაც მუშაობის პროცესიც ისეთივე საინტერესო და მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი. მოძრაობა და წინსვლა - წარმატების მნიშვენლოვანი ფაქტორებია.



კომპანია უკვე 6 წელია „უფრო ახლოს თქვენთან“.