მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Next-ი: ხალხი ახალ ტანსაცმელს აღარ ყიდულობს, მიზეზი სახლში ყოფნაა

5e74ac2cbf1b0
ნათია თაქთაქიშვილი
20.03.20 23:30
980
ცნობილი ბრიტანული მაღაზიათა ქსელი Next-ი აცხადებს, რომ გაყიდვები ძალიან შეუმცირდა კორონავირუსის ფონზე. ამის შესახებ BBC-ი წერს.

როგორც მაღაზიათა ქსელ Next-ის ხელმძღვანელი ლორდ უოლფსონი აცხადებს, ონლაინ გაყიდვებიც საფრთხის ქვეშ დადგა. „ხალხი ახალ ტანისამოსს აღარ იძენს, მიზეზი სახლში ყოფნაა“, - აცხადებს ის.

„კომპანია გაყიდვების კიდევ უფრო შემცირებისთვის უნდა მოემზადოს კორონავირუსის პანდემიის დროს“, - აღნიშნა ლორდ უოლფსონმა.

როგორც კომპანია აცხადებს, გაყიდვები მარტის დასაწყისიდან 8.8%-ით შემცირდა, ხოლო 15-17 მარტის პერიოდში - 30%-ით. მაშინ როდესაც, კომპანიის გაყიდვები 3.3%-იან ზრდას აჩვენებდა 2020 წლის იანვარში, ხოლო მოგება 0.8%-ით 728.5 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდა.

შესაბამის პერიოდში, ონლაინ გაყიდვებმა 11.9%-ით 2.14 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე იმატა, მაგრამ 5.3%-იანი კლება დაფიქსირდა საცალო გაყიდვებში და 1.85 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია და ამ ეტაპზე უჭირს ისაუბროს იმაზე, თუ რა გავლენა ექნება პანდემიას მის ბიზნესზე.