მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NFT აქტივებს Instagram-სა და Facebook-ზე მხარდაჭერა შეუწყდებათ

64105438a1bb0
გიორგი თოლორდავა
14.03.23 15:11
737
კრიპტოტექნოლოგიაზე დაფუძნებულ NFT აქტივებს Instagram-სა და Facebook-ზე მხარდაჭერა სრულად შეუწყდებათ.

კომპანია Meta-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მომხმარებლებს აღარ ექნებათ სოციალურ ქსელებში საკუთარი NFT კოლექციების გამოფენის შესაძლებლობა.

გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მსხვილი კრიპტოკომპანიების გაკოტრება და ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებლის მიერ მასშტაბური გამოძიების დაწყებაა. რეპუტაციაშელახულ ინდუსტრიასთან ასოცირება კი მარკ ცუკერბერგის კომპანიას აღარ სურს.

Meta-ს წარმომადგენლობის განმარტებით, Facebook-ისა და Instagram-ის გუნდი აქტიურად მუშაობს უახლესი ინოვაციების დანერგვაზე და ამჟამად კომპანიის მთავარი ფოკუსი მისი ფლაგმანური პროექტის - მეტავერსის განვითარებაა.