მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიცაში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა, მიზეზი კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევებია

5f64ba7369184
ნათია თაქთაქიშვილი
18.09.20 18:30
865
მსოფლიოში ცნობილ ფრანგულ კურორტ ნიცაში, ადგილობრივმა მთავრობამ 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა, როგორც ზღვის სანაპიროზე ასევე პარკებში. გადაწყვეტილება კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების შეჩერებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ნიცაში ბარები და რესტორნები მუშაობას 00:30 საათზე დაასრულებენ.

რაც შეეხება საჯარო ღონისძიებებს, დამსწრეთა რაოდენობამ 1,000 ადამიანს არ უნდა გადააჭარბოს, აღსანიშნავია, რომ ამ აკრძალვების ფონზე რამდენიმე კულტურული ღონისძიება უკვე გაუქმდა მიმდინარე კვირას.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივიერ ვერანის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებულია, გასაკუთრებით ლიონსა და ნიცაში.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 9,784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 46 ადამიანი. ჯამურად საფრანგეთში ინფიცირებულთა რიცხვმა კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 415,481 შეადგინა, გარდაიცვალა 31,095 ადამიანი.