მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდები კომენდანტის საათს ძალაში ტოვებს და სხვა კოვიდ-შეზღუდვებს ამსუბუქებს

60365cc5284ed
ნათია თაქთაქიშვილი
24.02.21 18:22
808
ნიდერლანდების პრემიერ მინისტრის მარკ რუტეს განცხადებით, მთავრობამ კომენდანტის საათის მოქმედების ვადა გაახანგრძლივა, თუმცა შეზღუდვები შეამსუბუქა.

ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან სასწავლო პროცესი განახლდება პროფესიულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში. 3 მარტიდან დაიწყებს ფუნქციონირებას სილამაზის სალონები.

ქვეყნის პრემიერმინისტრის თქმით, სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის საფრთხე კვლავ არსებობს, თუმცა მოქალაქეები შეზღუდვებით გადაიღალნენ.

„სოციალური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური გარემოებებიდან გამომდინარე, მზად ვართ გადავდგათ ისეთი რეისკიანი ნაბიჯი როგორიც შეზღდვების მოხსნაა“, - განაცხადა მარკ რუტემ.

ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემებით, თებერვლის მესამე კვირაში ნიდერლანდებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა გააქტიურებული კოვიდ-ტესტირების საფუძველზე, ხოლო საავადმყოფოებში მიმართვიანობა 25%-ით.