მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდები უარს ამბობს სახელწოდება "ჰოლანდიაზე"

5e0f03b380b0f
შოთა ტყეშელაშვილი
03.01.20 14:37
7328
ნიდერლანდების სამეფო ოფიციალურად ამბობს უარს სახელწოდება "ჰოლანდიაზე". ხელისუფლებამ ამ გზით გადაწყვიტა, ებრძოლოს გაუგებრობას, რომელსაც ქვეყნის "არაფორმალური" დასახელება "ჰოლანდია" იწვევს. 

სახელწოდება "ჰოლანდიას" აღარ გამოიყენებენ ტურიზმის მარკეტინგში, ასევე მას შეცვლიან დაწესებულებები, უნივერსიტეტები, კომპანიები და სხვა უწყებები. მაგალითად, ნიდერლანდების სამეფოს ტურიზმის ადმინისტრაციის ვებგვერდს holland.com ეწოდება, ხოლო ქვეყნის მთავარი ტურისტული სლოგანი - Visit Holland-ი ანუ "ესტუმრეთ ჰოლანდიას" არის. 

ნიდერლანდების სამეფო მსოფლიოს გარშემო მისი არაფორმალური სახელით, "ჰოლანდიით" არის ცნობილი, როგორც ირკვევა, ქვეყანაში ჩასული ვიზიტორების მნიშვნელოვანმა ნაწილმა არც იცის, რომ სახელმწიფოს არა - "ჰოლანდია", არამედ ნიდერლანდები ეწოდება. 

ჰოლანდია ნიდერლანდების სამეფოს მხარეა, რომელიც ორ პროვინციას მოიცავს, შესაბამისად, ქვეყნის აღნიშვნისას მხოლოდ აღნიშნული დასახელების გამოყენება სხვა პროვინციების მაცხოვრებელთა პროტესტს იწვევდა. 

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ტურიზმის მარკეტინგში "ჰოლანდიის" გამოყენების შეწყვეტა იგეგმება არის ფაქტი, რომ "ჰოლანდიის" სახელი დღეს "არამდგრად" ტურიზმთან არის დაკავშირებული. ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში მაცხოვრებლები საზოგადოებრივ სივრცეებში ტურისტების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის გამო ხშირად გამოთქვამდნენ პროტესტს.