მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნიდერლანდების ელჩთან საუბარი შეეხო კომპანიებს, რომლებიც შესაძლოა, საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესდნენ“

5ee3ba9e16d39
BM.GE
12.06.20 22:00
955
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა და დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ქალბატონ მააიკე ვან კოლდამს უმასპინძლეს. ინფორმაციას სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში, ქართულმა მხარემ ელჩს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და ბიზნესგარემო გააცნო. ამასთანავე, განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.

„საუბარი შეეხო კონკრეტულ ჰოლანდიურ კომპანიებს, რომლებიც შესაძლოა საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესდნენ. მნიშვნელოვანია ქალბატონი ვან კოლდამის მხარდაჭერა, რათა შევძლოთ ზემოხსენებულ კომპანიებთან გვქონდეს მუდმივი კავშირი. საელჩოს ჩართულობა დაგვეხმარება ვანახოთ პოტენციურ ინვესტორებს ის უპირატესობები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია, როგორც გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, ასევე, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით.“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰოლანდიური მხარე გაეცნო მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის განახლებულ მექანიზმებს, რომლებიც შეთავაზებული იქნება არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის, რათა ხელი შეეწყოს საქმიანობის გაფართოებას და ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.