მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდებში 20 ათასამდე ოჯახი სახელმწიფო დახმარებების უკანონო მიღებაში შეცდომით დაადანაშაულეს, შედეგად მთავრობა გადადგა

600480d73b6d8
BM.GE
17.01.21 22:15
1432
ნიდერლანდების მთავრობა გადადგა – ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რიუტე და მთელი მისი სამთავრობო კაბინეტი გადადგა. გადადგომის მიზეზი გახდა სკანდალი, რომელიც ბავშვების მიმართ სახელმწიფოს დახმარებას უკავშირდებოდა.

2020 წლის დეკემბერში ნიდერლანდების პარლამენტმა წარადგინა გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ქვეყანაში მცხოვრები არაერთი ოჯახი შეცდომით იყო დადანაშაულებული თაღლითობაში, რომ მათ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საბავშვო დახმარებები არაკანონიერად მიიღეს. ბრალდების თანახმად, მშობლებს უნდა დაუბრუნებინათ სახელმწიფო დახმარებები, რომლებიც მათ 2013–2019 წლების განმავლობაში ჩაერიცხათ. ეს ბრალდება შეცდომით 20 ათასამდე ოჯახს ჰქონდა წაყენებული, რიგ შემთხვევაში მათ მიერ დასაბრუნებელი თანხები ათიათასობით ევროს სცდებოდა. გამოძიების ავტორებმა დაადგინეს, რომ არასწორი გამოძიების შედეგად დაირღვა “სამართლიანი სახელმწიფოს” საბაზისო პრინციპები. ხელისუფლებამ ამ შემთხვევით დაზარალებულ თითოეულ ოჯახს 30 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია გამოუყო.

მთავრობის კაბინეტის გადადგომა გარკვეულწილად სიმბოლური ნაბიჯია, რადგანაც მინისტრთა კაბინეტის წევრები საკუთარ მოვალეობას იქამდე შეასრულებებენ, სანამ ახალი მთავრობა დაინიშნება. 17 მარტს კი ქვეყანაში საპარლამენტო არჩვენებია დანიშნული.