მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდებში მოქალაქეების პროტესტის გამო კოვიდ-რეგულაციებს აუქმებენ - რა ხდება ევროპაში?

61f02fd473979
მარიამ ადამია
25.01.22 22:30
1858
მსოფლიოში კორონავირუსის მორიგი ტალღის გავრცელებისა და ეპიდ-ვითარების დამძიმების პარალელურად სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება.

საპროტესტო აქციები ერთდროულად ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმართება. ამიტომაც, ნიდერლანდების მინისტრთა კაბინეტი, რიგი ზომების გაუქმების შესახებ უკვე ალაპარაკდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში დაკეტილია ბარები, კაფეები, რესტორნები და კულტურული ცენტრები.

საშუალო სკოლების დაწყებითი კლასების დაახლოებით მეოთხედი კარანტინშია და არცერთი წესით საკარანტინო შეზღუდვები არ უნდა შემსუბუქდეს, მაგრამ ოცდაათი მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოთქმული უკმაყოფილების შედეგად, გადაწყვეტილება მიღებულია.

„გაურკვეველია, თუ რატომ არის მაგალითად Ikea-ის მაღაზია ღია, ხოლო თეატრი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ უსაფრთხოდ უყურონ სპექტაკლს, დახურული. ამჟამად, საზოგადოება, ადგილობრივ ხელისუფლებას, პოლიციის როლში აღიქვამს, რომლის უმთავრესი ფუნქცია დარღვეული კოვიდ-წესების გამო მოქალაქეების დაჯარიმებაა,“ - აღნიშნავს Euronews-თან საუბარში ქალაქ ბრედას მერი, პოლ დესპლატი.

მერი ხელისუფლებას რეგულაციებსა და პოლიტიკასაც უწუნებს და ამბობს, რომ ისინი ლოგიკას არ შეესაბამება თანაც იმ დროს, როდესაც საზოგადოება მთავრობისგან პირიქით, მათი ინტერესების დაცვასა და მხარდაჭერას მოელის.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში სდებს ბრალს მთავრობას გერმანიის მოსახლეობის ნაწილიც. შეზღუდვების სრულად გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ფრანკფურტში გაიმართა. დემონსტრანტები ევროპის ცენტრალური ბანკის შენობასთან შეიკრიბნენ. სამართალდამცველებმა აქციაზე რამდენიმე მომიტინგეც დააკავეს.

ხელისუფლებისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვენ იტალიელებიც. საპროტესტო აქცია იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.