მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნიღაბს დახურულ სივრცეებშიც აღარ ატარებენ, რაც დაუშვებელია“ - გამყრელიძე

60eea4c3db6f7
ინგა მურუსიძე
14.07.21 12:55
671
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია და ყველა მაჩვენებელი უფრო ნეგატიური ხდება.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ეპიდსიტუაციის გაუარესება დაკავშირებულია შეზღუდვების შემსუბუქებებთან და არსებული წესების დარღვევასთან.

„რასაც ვაკვირდებით, სამწუხაროდ, ნიღაბს დახურულ სივრცეებშიც აღარ ატარებენ, რაც დაუშვებელია. ნიღაბი არის ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის საშუალება ვაქცინასთან ერთად. ღია სივრცეებში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, ნიღბის ტარება აუცილებელია. მნიშვნელოვანია ასევე დისტანციის დაცვა და სანიტარიზაცია, რასაც უკვე მივეჩვიეთ. აუცილებლად უნდა ავარიდოთ თავი თავყრილობებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ 2 კვირის წინ პირბადის ტარების მაჩვენებელი 63% იყო, თუმცა ახლა, სავარაუდოდ, შემცირებული იქნება.

მისივე თქმით, ყველა რეგულაციის დაცვასთან ერთად მოქალაქეები უნდა აიცრან, რათა შემოდგომაზე მოზარდები და სტუდენტები უსაფრთხო სასწავლებლებში მივიდნენ.