მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიგერიელი ეკონომისტი მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის პირველი ქალი ხელმძღვანელი ხდება

601fa847039dd
თათია კაკიაშვილი
07.02.21 19:00
864

ნიგერიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ნგოზი ოკონჯო-ივეალა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად მოლაპარაკებას აწარმოებს, მას შემდეგ, რაც გასული კვირის ბოლოს  აშშ-ის პრეზიდენტმა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მას "სრული მხარდაჭერა" გამოუცხადა. დამტკიცების შემთხვევაში, ოკონჯო-ივეალა იქნება პირველი აფრიკელი და პირველი ქალი, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ნიგერიელი კანდიდატის მხარდასაჭერად განაცხადა, რომ მას აქვს „დიდი ცოდნა ეკონომიკასა და საერთაშორისო დიპლომატიაში” და „საერთაშორისო ორგანიზაციის მართვის გამოცდილებაც”.

”ბაიდენის ადმინისტრაცია მოუთმენლად ელოდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ახალ გენერალურ დირექტორს, რათა იპოვონ გზები არსებითი და პროცედურული რეფორმების მისაღწევად”, - განაცხადა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ტრადიციულად ლიდერს 164 წევრ ქვეყანას შორის კონსენსუსის გზით ირჩევს, თუმცა ოქტომბერში ეს პროცესი ჩიხში შევიდა, რადგან ტრამპის ადმინისტრაციამ არჩეული კანდიდატის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება ამჟამინდელ კანდიდატს, 66 წლის ოკონჯო-ივეალა პროფესიით ეკონომისტია, მას აკადემიური ხარისხი აქვს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა (MIT) და ჰარვარდის უნივერსიტეტში, ხოლო ადრე მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორის პოსტს იკავებდა. ამას გარდა, სამშობლოში, ნიგერიაში, ის იყო პირველი ქალი საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ორჯერ ეკავა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა.