მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიგოზაში ქარის ელექტროსადგური აშენდება - პროექტს თურქი ინვესტორი ჰყავს

5dbc2332bf566
ლიკა გურაბანიძე
01.11.19 16:25
1458
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ქარის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა დაანონსა.

როგორც მინისტრი განმარტავს, ეს არის 50 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური.

„ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე ახალი ქარის ელექტროსადგურის განვითარების და მშენებლობის კონცეფცია დავამტკიცეთ. ეს არის ნიგოზას 50 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური, რომელიც უნდა აშენდეს გორის რაიონში. ეს არის დამატებით დაახლოებით 200 მლნ. კილოვატ საათის გამომუშავება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ადგილობრივ რესურსზე დამყარებული ელექტროენერგია იქნება, არამედ თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უფრო მწვანე, დივერსიფიცირებული და განახლებადი ენერგო სექტორის დამკვიდრებისკენ.

დარწმუნებული ვარ, რომ ნიგოზას პროექტი წარმატებით განვითარდება და ამის თქმის საფუძველს რამდენიმე ფაქტორი მაძლევს: პირველი, ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი და ჩვენ ფუფუნება აღარ გვაქვს, ძალიან ხანგრძლივად გაიწელოს განახლებადი ენერგიის  ნებისმიერი პროექტი, რადგან მოთხოვნა, იმპორტი და დეფიციტი მატულობს. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ ჰიდრო იქნება თუ ქარი, ძალიან სწრაფად განვავითაროთ.

მეორე მიზეზი არის ის, რომ აქ სერიოზული დაინტერესებული ინვესტორი არსებობს, ვინც იყო კვლევებში ჩართული,  თურქული კომპანია „ჩალიკი“. აქედან გამომდინარე, ყველა ეს ფაქტორი ერთობლიობაში რწმენას მაძლევს, რომ ეს პროექტი ძალიან სწრაფად აშენდება,“ - განაცხადა თურნავამ.