“კომუნალური გადასახადების ზრდა ჯანდაცვის სისტემას მწვავედ დააწვება. ჩვენთვის ამ ეტაპზე, ასევე, რთულია პირადი უსაფრთხოების საშუალებების, დაახლოებით, 3-4 ჯერ გაზრდილი მოხმარება და მათი დეფიციტის გამო გაზრდილი ფასები", - ამის შესახებ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკა გამყრელიძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გარკვეული ტიპის შეთანხმება უნდა მოხდეს.
“მზად ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ყველაფერი სამართლიანად ავსახოთ. სუბსიდირების პროგრამების მომხრე არ ვარ, მაგრამ სამედიცინო მომსახურების ხარისხი არ უნდა გაფუჭდეს და სისტემამ შეუფერხებლად ფუნქციონირება უნდა განაგრძოს", - განმარტა ნიკა გამყრელიძემ.
“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორის თქმითვე, COVID-19-მა მსოფლიოში და ასევე საქართველოში, შესაძლოა, ახალი და საჭირო სამედიცინო ინდუსტრიის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.
“პანდემიის გამო ადამიანების გარკვეულ ჯგუფს მოთხოვნა კონკრეტულ პროდუქტებზე გაუჩნდათ და COVID-19 მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობაში ჯანმრთელობის თვალსაზრისით კვალს ტოვებს, ამისთვის კონკრეტული სარეაბილიტაციო პროგრამები იქნება საჭირო, ეს პროგრამები ევროპის რამდენიმე ქვეყანას უკვე მიღებული აქვს. გერმანიაში კერძო კლინიკებში ეს პროგრამები ვნახეთ და ჩვენი თანამშრომლების გაშვებას ვგეგმავთ, სადაც მათი გადამზადება მოხდება, რათა მოსახლოებას გაზაფხულიდან ეს პროგრამები შევთავაზოთ, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება. როდესაც ტურიზმი აღდგენას დაიწყებს, სამედიცინო ტურიზმის მხრივ საქართველომ შესაძლოა ამ კუთხით რეგიონში პოზიციონირება მოახდინოს", - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის: “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს” ჯამში 15 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის