“საქართველოში ცოტა სექტორი არაა, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს”, - ასე უპასუხა “საქართველოს კაპიტალის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა გამყრელიძემ გადაცემა “ანალიტიკაში” FDI-ის მოზიდვის შესაძლებლობეზე დასმულ შეკითხვას.
გამყრელიძემ ენერკეტიკის, ჯანდაცვის, განათლების სექტორები დაასახელა, რომელიც შესაძლოა უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს.
“პატარა ქვეყანამ FDI რომ მოვიზიდოთ, პაპზე უფრო კათოლიკე უნდა ვიყოთ. როცა მცირე ზომის ქვეყანა ხარ, მეტად ხუთოსნობა გმართებს, ვიდრე დიდ ქვეყანას, სადაც ბუნებრივად მიდიან ინვესტორები. ინვესტორებმა ასეთ ქვეყნებში შეიძლება რაღაცაზე თვალი დახუჭონ, როდესაც ინვესტირებას ახორციელებენ. მაგალითად, ინდონეზიაში, ვიეტნამში ან თურქეთში თუნდაც, რადგან იქ დიდი ბაზარია და ინვესტორები ამ რისკს აიღებენ. ჩვენთან კი 3.7 მილიონიანი ბაზარია. შესაბამისად, მათთვის რომ საინტერესო იყო მატერიალურად, მაგარი უნდა იყო. შესაბამისად, როგორც ქვეყანას, ბევრი გვაქვს სამუშაო, თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ FDI არის ჩვენი საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის დაბალანსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო. უფრო აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ და რაც გასაკეთებელია უნდა გავაკეთოთ”, - განაცხადა ნიკა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოს საგადასახდელო ბალანსი ანუ ქვეყანაში შემომამავალი და გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობა დეფიციტური იყო, ანუ FDI-ს, ტურიზმის და ექსპორტის მეშვეობით შემომავალი ნაკადები უფრო მცირეა, ვიდრე გამავალი სავალუტო ნაკადები, რომლებიც ძირითადად იმპორტული საქონლის შესყიდვას უკავშირდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ