მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა გვარამია: ჩვენ ვიხდით ყველაფერს კაპიკ-კაპიკ

5e0118c233afd
ინგა მურუსიძე
23.12.19 23:36
1587
“ჩვენ ვიხდით ყველაფერს კაპიკ-კაპიკ”, - ასე უპასუხა bm.ge-ის კითხვას ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ვანო მაჭავარიანის უწყება ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.

ცნობისთვის: bm.ge სხვა ტელეკომპანიებთან დაკავშირებასაც ცდილობს. "რუსთავი 2"-სა და "იმედში" (ასევე "მაესტრო" და GDS) უკვე განაცხადეს, რომ მათ მიმდინარე დავალიანება არ აქვთ და ოქტომბრიდან გადასახადებს იხდიან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანიებს "იმედს", "მაესტროს" და "რუსთავი 2-ს" სახელმწიფოს წინაშე 55 მილიონზე დიდი დავალიანება მართებთ, რომლის დაფარვის გეგმა კომპანიებმა წლის ბოლომდე უნდა წარმოადგინონ, მაგრამ როგორც ირკვევა, სამინისტროს გამაფრთხილებელი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ 1 ოქტომბრიდან დაგროვილ საგადასახადო დავალიანებებს შეეხება.

როგორც bm.ge-მ გაარკვია, ამ დროისთვის ბიუჯეტის მიმართ დავალიანებები TV “პირველს” და “კავკასიას” გააჩნია.