მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა გვარამია "მთავარი არხის" 51%-იანი წილის მფლობელი აღარაა

5ecc194036624
შოთა ტყეშელაშვილი
25.05.20 23:09
5937
ტელეკომპანია "მთავარი არხის" მესაკუთრეთა რიგებში ცვლილებები მიმდინარეობს. მესაკუთრეთა რიგებში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ 21 მაისს საჯარო რეესტრში 14 სხავადასხვა განაცხადი დაფიქსირდა. ამავე დღეს შევიდა წილზე გირავნობის უფლების შესახებ რეგისტრაციის 5 განაცხადიც.

ამ განაცხადებიდან ამ დროისთვის ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი განაცხადი არის დაკმაყოფილებული და ასახული, რომელთა შედეგადაც, არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აღარ არის არხის მაჟორიტარული წილის (51%-ის) მფლობელი. გვარამიამ არსი საკუთარი 37% ბაკურ ჯახაიაზე გაასხვისა. ამჟამად არხის მესაკუთრეთა ჩამონათვალი ასეთია:

● კახაბერ ანჯაფარიძე – 38%;
● ბაკურ ჯახაია – 37%; 
● ნიკა გვარამია – 14%;
● ნიკოლოზ სისაური – 3%; 
● მარი ანა რურუა – 2.5%;
● გიორგი რურუა – 2.5%; 
● შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%. 
● თეიმურაზ ვასილიძე – 1%.

ეს არხის მესაკუთრეთა რიგებს შორის შუალედური ცვლილებებია. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, დანარჩენი სარეგისტრაციო განაცხადების წარმოების ვადის დინება შეჩერებულია, რადგანაც რეესტრის შეფასებით წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს.

კერძოდ კი აღნიშნული ცვლილებები მდგომარეობს იმაში, რომ კახაბერ ანჯაფარიძე თავის 38%-ს BGIM LTd-ზე ყიდის. ეს კომპანია ლონდონშია რეგისტრირებული, მისი დირექტორი კი ზაზა ოქუაშვილია. ჯამში ყველა ცვლილების დაკმაყოფილების შემდეგ, არხის მესაკუთრეთა რიგებში 0.2%-ის წილებით შევლენ იურიდიული პირები - ბენმონტი, ომეგა მოტორ ჯგუფი და მატრიქსი, ასევე ფიზიკური პირი მაგული ხარებავა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი 1.86 მილიონი ლარი იყო, რითიც ის "ტელეიმედისა" და "რუსთავი 2"-ის შემდეგ სარეკლამო შემოსავლების კუთხით მესამე ადგილს იკავებდა.