მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა გვარამიას დაკავებით იმედგაცრუებულები ვართ - ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

6282403a26571
მარიამ ვარადაშვილი
16.05.22 16:16
1008
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კლერ ოლბლესი ტვიტრზე წერს, რომ იმედგაცრუებულები არიან “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების გამო.

“ეს განსაკუთრებით საგულისხმოა, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“-ს ბოლო ანგარიშის ჭრილში, სადაც საერთაშორისო პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაკლებულია. დიდი ბრიტანეთი გლობალური მედია თავისუფლების სადარაჯოზეა.

თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები, პოლიტიკური სპექტრის, რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ ისინი, ვერ შეძლებენ საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას”,-წერს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

ნიკა გვარამიას დღეს, 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2-ის" საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.