მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულთა განაჩენს სასამართლო 15 აპრილს გამოაცხადებს

625593830a80e
BM.GE
12.04.22 19:00
1024
22 წლის ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ბრალდებულების - აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის საქმეზე განაჩენი 15 აპრილს, 11:00 საათზე გამოცხადდება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, საბოლოო სიტყვით კი ბრალდებულებიდან მხოლოდ ერთმა, გიორგი კავილაძემ ისარგებლა. 

საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულმა კავილაძემ დღეს სასამართლოს წინაშე მოიტყუა.

"ფაქტობრივად, ბრალდებულის საბოლოო სიტყვა და მორიგი ტყუილი, მორიგი უხამსობა მოვისმინეთ. შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს, თქვენ მოისმინეთ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა, რომელიც არანაირად არ მიუთითებდა არცერთ მტკიცებულებაზე, თუ რატომ უნდა ყოფილიყო ბრალდებული გამართლებული გარდა იმ სურვილისა, რომელიც დაცვის მხარეს გააჩნია, რომ ბრალდებულების ქმედებების კვალიფიკაცია შეიცვალოს უფრო მსუბუქი მუხლით," - განაცხადა საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა.