მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა მელია: მსგავსი აქტივობა არჩევნებზე არასოდეს არავის უნახავს

5f9d02ca938b2
ინგა მურუსიძე
31.10.20 10:25
807
გლდანი-ნაძალადევის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ "დღეს ქართველი ხალხი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს გასცემს".

მელიას თქმით, არჩევნებს აკვირდება დიპლომატიური კორპუსი და ის ბიძინა ივანიშვილს არჩევნების „მოპარვის საშუალებას“ არ მისცემს.

მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებითვე, დღეს, სავარაუდოდ, მეტი აქტივობა იქნება, ვიდრე 2012 წელს იყო.

„მსგავსი აქტივობა არასოდეს არავის უნახავს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ არჩევნების დღეს ხალხი თავის ნებას ხორცს შეასხამს. თვალნათლივ ვხედავ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას. მოქალაქეებს ყელში ამოუვიდათ ცინიზმი. ყველაფერი ისე იყო აქამდე, როგორც ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უნდოდა, მაგრამ არა - ქართველ ხალხს. პასუხი იქნება ის, რომ ქართველი ხალხი დაამარცხებს ოლიგარქს. მას არ ექნება გაქანება. ხვალიდან ასპარეზი ექნება ქართველი ხალხის ნიჭიერებას ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.