მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს

610290fa15b05
ინგა მურუსიძე
29.07.21 15:32
964
“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მხოლოდ ის ტოვებს დეპუტატის მანდატს, ხოლო მისი პარტიის წევრები ფორმალურად, პარლამენტში რჩებიან.

„პირადად, მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში, ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან-ბოლომდე, თხემით- ტერფამდე გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად. ამავე დროს, ჩემი უმორჩილესი თხოვნით, პრინციპული პოზიციით, დამოკიდებულებით, გუნდის შიგნით, ვთხოვე ჩემს მეგობრებს, რომ ისინი ამ ეტაპზე ფორმალურად, ტექნიკურად დარჩნენ პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები „ქართულ ოცნებას“ ბოლომდე მივაყვანინოთ.

თუკი ამაზეც ხელი აიღეს, საერთაშორისო საზოგადოება კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახავს, რა სივერაგესთან აქვთ საქმე და მხოლოდ ამის შემდეგ, რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ, ეს პარლამენტი დაიშლება და იქნება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ახალი ლეგიტიმური პარლამენტი“, - განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მისივე თხოვნით რჩება.

შეგახსენებთ, საპარლამენტო მანდატი უკვე დატოვა ზურაბ ჯაფარიძემ. დეპუტატების პროტესტი მოყვა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომელმაც ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.