მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა მელია თბილისის მერობისთვის, ელენე ხოშტარია - საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს

60fafdb0230c8
თამთა ჯიჯავაძე
23.07.21 21:31
755
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ და ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ერთობლივად მიმართეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თავიანთი კანდიდატურები წარადგინეს.

როგორც მათ განაცხადეს, თბილისის მერობის კანდიდატი იქნება ნიკა მელია, ხოლო ელენე ხოშტარია მათი გამარჯვების შემთხვევაში თბილისის საკრებულოს ჩაუდგება სათავეში.

გარდა ამისა, მათ ვიცე-მერის პოსტი „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს შესთავაზეს.

„ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილების და მოთხოვნების უსიტყვო და უპირობო შემსრულებელია“, - განაცხადა ნიკა მელიამ მიმართვისას.