მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა

609940ae0f4d5
ინგა მურუსიძე
10.05.21 18:19
524
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია თავისუფალია. მან რუსთავის საპყრობილე უკვე დატოვა. გადაწყვეტილება დღეს, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას გირაო, 40 ათასი ლარი ევროპულმა ფონდმა გადაიხადა.

შეგახსენებთ: ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან არ გადაიხადა 30 000-ლარიან გირაოს დამატებული 40 000 ლარი, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნისთვის, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაეკისრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 25 თებერვალს დაუშვებლად ცნო საჩივარი მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და მზადყოფნა გამოთქვა, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მიემართა სასამართლოსთვის შუამდგომლობით მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

ევროპული ფონდის მიერ გირაოს გადახდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების შედეგია.