23.თებერვალი .2021 12:07

ნიკა მელიას აყვანის ოპერაციისას არავინ დაშავებულა, ეს ძალიან კარგია - კახა კალაძე

ნიკა მელიას აყვანის ოპერაციისას არავინ დაშავებულა, ეს ძალიან კარგია - კახა კალაძე
views 221
უკან

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დილით დააკავეს. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მომხდარს კანონის უზენაესობის დაცვით ხსნიან, ხოლო ოპოზიცია აქციებს აანონსებს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აყვანის ოპერაციის დროს არავინ დაშავებულა და ეს ძალიან კარგია.

მისივე თქმით, დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ ჯერაც არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე.

„დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს. ერთადერთიი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ისე ქვეყნის განვითარებისა და მომავალზე ფიქრისთვის, არის რადიკალიზაცია და ეს უნდა დასრულდეს“, - ამბობს კალაძე.

რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას, კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის მიზანი არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია.

„არასწორია, თითქოს ჩვენ გზას გადავუხვიეთ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი ქვეყანა, უნდა გავატაროთ რეფორმები და ევროპული ოჯახის წევრობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა