მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა ქურდიანი: აეწყობა ელ-კომერციის გვერდი, სადაც ყველა მოქმედების შესრულება 1 დღეშია შესაძლებელი

6014126c9cb3c
ლიკა გურაბანიძე
29.01.21 21:00
1209

ბიზნესებისთვის შექმნილი და მათზე მორგებული სერვისების ჩამონათვალს თიბისიმ ონლაინ გადახდების მარტივი და მომხმარებელზე, კონკრეტულ ბიზნესზე მორგებული სისტემა შესთავაზა. 

კერძოდ, ბიზნესების ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლის წასახალისებლად, თიბისი VISA-სთან ერთად ონლაინ გადახდების ახალ სისტემას - „თიბისი ელ.კომერციას“ და სპეციალურ სამოტივაციო პროგრამას ქმნის, რომელიც მომხმარებლისთვის ერთი მხრივ, გადახდის პროცესს აჩქარებს და ამარტივებს, ხოლო მეორე მხრივ ბიზნესებს გადახდების ინტეგრაციას და ონლაინ ტრანზაქციების მართვას უმარტივებს. თემაზე უფრო დეტალურად საუბრისას “საქმიან დილაში” თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა აღნიშნა, რომ პანდემიამ ონლაინ ყიდვის პროცესს ხელი შეუწყო და ამისთვის ბიძგის მიცემა კომპანიის მხრიდანაც იყო საჭირო.

“„თიბისი ელ.კომერცია“ გადახდის სისტემაა, რომელიც ერთი მხრივ, ონლაინ მაღაზიაში გადახდის პროცესს მომხმარებლისთვის სწრაფს, უსაფრთხოს და მარტივს ხდის, მეორე მხრივ კი, ბიზნესებს გადახდების ინტეგრაციას და ონლაინ ტრანზაქციების მართვას უმარტივებს. აეწყობა ელექტრონული კომერციის გვერდი, პროდუქციის ფოტო-გადაღება დაფინანსდება, იქვე შესაძლებელი იქნება განვადების გაკეთებაც.

ონლაინ გადახდების ინსტრუმენტების ვებსაიტზე დამატება მარტივი არ არის, რადგან გადახდის სისტემად მხოლოდ ბარათი არ ითვლება, არსებობს სხვა მექანიზმებიც. მაგალითად როგორიც არის Apple Pay. ასევე საჭიროა პროგრამისტის მოძებნა. ჩვენ მთელი ეს სირთულეები გავამარტივეთ და ერთ პლატფორმაზე tbcpayments.ge-ზე მოვაქციეთ, სადაც ერთ დღეშია შესაძლებელი ყველა საჭირო მოქმედების შესრულება.” - განაცხადა ქურდიანმა.