მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა ქურდიანი: საქართველოში ტექნოლოგიური კომპანიის შესაქმნელად ყველა პირობაა

5e05d67bcb4ee
ანი ციხისთავი
27.12.19 14:20
1367
“ტექნოლოგიური კომპანიის შესაქმნელად საქართველოში ყველა პირობა არსებობს”, - ამის შესახებ Bm.ge-თან “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა განაცხადა.

“კანონმდებლობაც და მომხმარებლის განწყობაც პროციფრულია, რადგან ყველა ფიქრობს, რომ ციფრული მიმართულება არის ჩვენი მომავალი, რაც ძალიან კარგია”,- აცხადებს ქურდიანი.

მისი თქმით, ამ მხრივ, გააქტიურებელია ყველა კომპანია.

“ყველა ფიქრობს ციფრულად, საუბარია არა მხოლოდ “თიბისის” მსგავს დიდ კომპანიებზე, არამედ - უამრავ სხვაზე”, - აღნიშნა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ.