მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nike COVID-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს 30,000 წყვილ ფეხსაცმელს აჩუქებს

5eb129070374b
ნათია თაქთაქიშვილი
05.05.20 13:30
2201
მსოფლიოში ცნობილი სპორტული ტანსაცმლის და ინვენტარის მწარმოებელი კომპანია Nike აცხადებს, რომ აშშ-ის მასშტაბით, COVID-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს 30,000 წყვილ ფეხსაცმელს უფასოდ გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას   CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ფეხსაცმელების განაწილება მოხდება ჩიკაგოში, მემფისსა და ნიუ-იორკში მომუშავე სამედიცინო პერსონალისთვის და მათ ასევე გადაეცემათ 95,000 წყვილი წინდა.

„კომპანია ამ ნაბიჯით ცდილობს გამოხატოს საკუთარი მადლიერება სამედიცინო პერსონალის მიმართ“, - აღნიშნაულია Nike-ის ოფიციალურ განცხადებაში.

კომპანიის ქველმოქმედებას Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო და კომპანიას  ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც Nike აცხადებს, კომპანია, ასევე, გეგმავს 2,500 წყვილი ფეხსაცმლის გამოყოფას ევროპის საავადმყოფოებისთვის, მათ შორის ბარსელონაში, ბერლინში, ლონდონში, მილანში, პარიზსა და ბელგიაში.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ასევე გაიღო 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოწირულობა COVID-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ.