მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nike-ი მეორეულ ბოტასებს გაყიდის

60758b3f85dec
ნათია თაქთაქიშვილი
13.04.21 23:39
2284
მსოფლიოში ცნობილი სპორტული ფეხსაცმელებისა და ინვენტარის მწარმოებელი კომპანია Nike-ი მეორეულ ბოტასებს გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Nike-ი მზად არის მომხმარებლის ბოტასი ნივთის შეძენიდან 60 დღის ვადაში დაიბრუნოს. კომპანია აცხადებს, რომ ნივთი ჰიგიენური ნორმების შესაბამისად დამუშავდება და მხოლოდ მას შემდეგ განთავსდება თაროზე.

Nike-ის ცნობით, მეორეული ბოტასების ღირებულება ბევრად ხელმისაწვდომი იქნება ახალთან შედარებით.

„აპრილის ბოლოდან  აშშ-ში განთავსებული 15 მაღაზია დაიბრუნებს მეორად ბოტასს, კომპანია წლის ბოლომდე გეგმავს კიდევ გაზარდოს იმ მაღაზიების რიცხვი, სადაც მსგავსი პროდუქცია გაიყიდება“, - აღნიშნულია Nike-ის ოფიციალურ განცხადებაში.

კომპანია „მეორეული ბოტასების“ ინიციატივის განხორციელებას მსოფლიოს მასშტაბითაც გეგმავს, აღნიშნული ინიციატივა ნარჩენების შემცირების კამპანიის ნაწილია.