მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nike-ი სათავო ოფისის ყველა თანამშრომელს ერთკვირიან შვებულებას აძლევს

612f8e2ad3320
ნათია თაქთაქიშვილი
01.09.21 23:00
951
სპორტული ტანისამოსისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Nike-ი ორეგონში მდებარე სათავო ოფისის თანამშრომლებს ერთი კვირით ასვენებს, რათა ოფისში დაბრუნებისთვის ფსიქოლოგიურად მოემზადონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანიამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ თანამშრომლების უმრავლესობამ პანდემიის გამო რთული და სტრესული წელი გამოიარა.

„გამოიყენეთ ეს დრო დასასვენებლად და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის“, - აღნიშნულია შეტყობინებაში, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელმა მეთ მარაზომ თანამშრომლებს გაუგზავნა.

გამოცემა წერს, რომ პანდემიის მიუხედავად, Nike-ს საკმაოდ წარმატებული წელი აქვს, კომპანიის აქციებზე ფასმა 20%-ით მოიმატა.

აღსანიშნავია, რომ Nike-ის მსგავსი გადაწყვეტილება სხვა მსხვილმა კომპანიებმაც მიიღეს, მაგალითად როგორებიცაა Bumble-ი და Linkedin-ი.