06.თებერვალი .2020 21:21

Nike-ის, Adidas-ის და Versace-ს დაკეტილი მაღაზიები ჩინეთში - კომპანიები ზარალზე საუბრობენ

views 412
უკან

კორონავირუსის გამო დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩები მსოფლიოში ცნობილი მოდური ბრენდების შეშფოთებას იწვევს. Nike-ი, Adidas-ი და Capri Holdings-ი (მის საკუთრებაშია Versace, Jimmy Choo და Michael Kors) გაყიდვების შემცირებაზე საუბრობენ, რაც მათ ბიზნესს აზარალებს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Capri Holdings-ის დაახლოებით 150 მაღაზიაა დროებით დაკეტილი, ასევე Nike-ის და Adidas-ის მაღაზიების ნახევარზე მეტი.

„ჩინეთში მიმდინარე მოვლენები და ის ზომები რომლებიც მთავრობამ მიიღო ხალხის დასაცავად მატერიალურად ნეგატიურად აისახება ჩვენზე“, - განაცხადა ჯონ აიდოლმა, Capri Holdings-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

კომპანია აცხადებს, რომ მათი ზარალი სავარაუდოდ, 100 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს ამ კვარტალში და შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს თუ ეს მდგომარეობა დიდხნას გაგრძელდება ან გაუარესდება. Nike-ს და Adidas-ს ამ ეტაპზე ზარალის ოდენობაზე საუბარი უჭირთ, მაგრამ კომპანიები აცხადებენ, რომ ჩინეთის ბაზარს მათი გაყიდვების 18%-ი უჭირავს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Apple-მა დროებით 42 მაღაზია დახურა ჩინეთში, ხოლო Starbucks-მა 4,300-ზე მეტი.

ბოლო მონაცემებით, ვირუსმა 563 ადამიანი იმსხვერპლა.