23.ოქტომბერი .2019 21:40

Nike-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას ტოვებს

Nike-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას ტოვებს
views 901
უკან

Nike-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ პარკერმა დაკავებული პოზიციიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.  64 წლის მმართველი თანამდებობას 2020 წლის 13 იანვარს დატოვებს. ინფორმაცია Nike-შიც დაადასტურეს.




უკვე ცნობილია, რომ პარკერს ჯონ დონაჰოე შეცვლის, რომელიც ამჟამად პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია ServiceNow-ს ხელმძღვანელობს, მანამდე კი, სავაჭრო ონალიან-პლატფორმა Ebay-ს მმართველი იყო. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან დონაჰოე Nike-ის მმართველი საბჭოს წევრია.


მარკ პარკერი Nike-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას 2006 წლიდან იკავებდა. მმართველობის პერიოდში მან ფინანსურ წინსვლებს მიაღწია, კერძოდ, აშშ-ში სპორტული საქონლის მწარმოებლის გაყიდვები და აქციების ფასი წლების განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა. ბოლო დროს, თითქმის 150 მილიარდი დოლარის საბაზრო ღირებულებით Nike გერმანანულ Adidas-ს გაყიდვების თვალსაზრისით წინ უსწრებს.