25.მარტი .2020 18:26

Nike-ის განცხადებით, კომპანიას ონლაინ გაყიდვები 30%-ით გაეზარდა

views 186
უკან

მსოფლიოში ცნობილი სპორტული ტანისამოსის და ინვენტარის მწარმოებელი კომპანია Nike-ი აცხადებს, რომ კორნავირუსის პანდემიის დროს კომპანიის ონლაინ გაყიდვები 30%-ით გაეზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგოც ცნობილი სპორტული ბრენდი აცხადებს, კომპანიამ მაღაზიების 80% უკვე გახსნა ჩინეთში, მაგრამ ამჟამად გამოწვევად აშშ და ევროპა რჩება.

Nike-ის ხელმძღვანელი ჯონ დონაჰო აღნიშნავს, რომ ჩინეთში მიღებული გამოცდილების გამოყენებას ევროპისა და ამერიკის შემთხვევაშიც აპირებს.

ონლაინ გაყიდვების ზრდის მიუხედავად, Nike-ი აცხადებს, რომ გაყიდვები 5%-ით 1.5 მილიარდ აშშ დოლარამდე შეუმცირდა პირველ კვარტალში. ეს გაყიდვების შემცირების პირველი შემთხვევა კომპანიისთვის ბოლო ექვს წელიწადში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა