03.თებერვალი .2021 00:30

Nike-მა ახალი ფეხსაცმელი გამოუშვა, რომლის ჩაცმაც ხელების გარეშე შეიძლება

Nike-მა ახალი ფეხსაცმელი გამოუშვა, რომლის ჩაცმაც ხელების გარეშე შეიძლება
views 1080
უკან

Nike-მა ახალი ფეხსაცმელი გამოუშვა, რომლის ჩასაცმელად მომხმარებლებს ხელების გამოყენება აღარ დასჭირდებათ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.


ფეხსაცმელი სახელად Go Flyease, Nike-ის პირველი მაქმანიანი სპორტული ფეხსაცმელია, რომელსაც განსხვავებული ვიზუალის გარდა, გამოსაყენებლად მინიმალური ძალისხმევა სჭირდება.

Nike-ის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ფეხსაცმლის ახალი მოდელი მომხმარებლებში პოპულარობას მალე მოიპოვებს. Go Flyease-ი Nike-ის ვებ-გვერდზე გასაყიდად 15 თებერვლიდან გამოჩნდება და მისი ღირებულება 120 დოლარი იქნება. ამასთან, კომპანიაში იმასაც აცხადებენ, რომ პანდემიის შემდეგ, 2021 წელი გაყიდვების მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.


რაც შეეხება პანდემიურ წელს, Nike-ის ონლაინ გაყიდვები 2020 წლის უკანასკნელ კვარტალში 84%-ით გაიზარდა.