მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკო კვარაცხელიას დედა შს მინისტრს მიმართავს

64552b86e5b3f
BM.GE
05.05.23 20:10
2772
ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე შს მინისტრს მიმართავს. იზა ომაძე წერს, რომ საქმე ბოლომდე გახსნილი არ არის.

"ბატონო მინისტრო! მოგმართავთ ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე , იქნებ ნიკო კვარაცხელიას საათის შესახებაც პირადად თქვენ ფლობთ ინფორმაციას ან პირადად თქვენთან ინახება, საათი რომელიც ქალაქის ცენტრში დახვრეტილ ახალგაზრდას მოპარეს და ალბათ სამომავლოდ შანტაჟისთვის გადაინახეს! ან იქნებ ისიც მითხრათ მეორე საქმედ გაყოფილი ნაწილი როდის აღსრულდება, ყველაფერს აქვს დასასრული, მოთმინებით, ქრისტიანული მორალის დაცვით და განსაზღვრული უფლებებით მივუყვები საქმეს მაგრამ საპირისპიროდ ჩვენ განადგურებული დედები თითქოს ვტყუით (ან ვიღაცაში სინდისის და სულის ერთმანეთთან შეჯახებით სიმართლე რომ აღმოიფრქვევა, ის უკვე ცრუობს).

არა ბატონო მინისტრო! ამაზე უკვე ვეღარ დაგეთანხმებით, ვეღარ დაგიჯერებთ რომ თქვენ ნიკო კვარაცხელიას საქმეს გახსნით და ხელისგულზე დადებულ საქმეს ოდესმე ბოლომდე მიიყვანთ!

იქნებ ძიება შეწყვიტეთ კიდეც, ან დამკვეთებს და მათ ხელშემწყობებს მომავალი ტერორისტული აქტისთვის ამზადებს მავანი!!! ვითხოვ პასუხს, პირადად თქვენგან ასე ღიად და საჯაროდ, სად არის ჩემი შვილის საათი, რა მოტივით მომიკლეს შვილი და როდის აღსრულდება სამართალი??? ქრისტიანულად მე განადგურებულმა დედამ მათ შევუნდე და დავძინე კიდეც ამ ქვეყანაში დაე ნიკო იყოს ბოლო და უკანასკნელი მეთქი მაგრამ საპასუხოდ რა მივიღე???

ორი წელი გადის და საქმე არ მიგიყვანიათ ბოლომდე მაშინ როცა ერთ საათში სრულიად საქართველომ იცოდა რომ ნიკო კვარაცხელია მოუკლეს ქვეყანას როგორც წარმატებული ახალგაზრდა!!!

ყველა გახმაურებული საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს( თანავუგრძნობ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს) ყველა ადამიანის, ახალგაზრდის უფლება დაცული უნდა იყოს ამ ქვეყანაში, ჩვენ განადგურებული ოჯახები უკვე კია არ გთხოვთ, მ ო ვ ი თ ხ ო ვ თ! შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

P.S. დღეებია არ ცხრება ინტერესი იქნებ ნიკოც რამე სახით იყო ქოლცენტრებთან დაკავშირებულიო, ნამდვილად არა, მაგრამ ნიკო და თავისი გუნდი, მისი თანატოლი ახალგაზრდები უდავოდ იქნებოდნენ რისხვა ყველა უკანონო ქმედებისა ამ ქვეყანაში, ამიტომაც ესროლეს, მაგრამ ვერ მოკლეს!!!

მინდა ყველამ იცოდეს ნიკო კვარაცხელიას საქმეზე სასჯელს მხოლოდ ორი სულგაყიდული ახალგაზრდა იხდის რომლებსაც თვალებში რომ შეეხედათ ჩემი ნიკოსთვის ვერ ესროდნენ! სიყვარული სცვიოდა ჩემს ბიჭს თვალებიდან!

ბატონო მინისტრო, რომ არა თქვენი განცხადება ნამდვილად არ ვფიქრობდი სწორედ დღეს ხმაურს!

P.S. ფოტო კი ძალიან გვიყვარს და ამიტომ გიზიარებთ, ასე დაგვცქერის ჩვენი ბიჭი, ანა კი თავის მონაცვლედ დაგვიტოვა", - წერს იზა ომაძე.

შეგახსენებთ: პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად იგი კლინიკაში გარდაიცვალა. 2022 წლის 15 აპრილს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით. ორივე დაკავებულს 5 წლით აეკრძალათ იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება. სასამართლომ საქმეზე დამნაშავედ კიდევ ერთი პირი ცნო. 2023 წელს, სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.