მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზი ყველაზე გამორჩეულ ბიზნესმენს გადაეცემა - გიორგი ისაკაძე

627bee5d947b2
ალა ისპირიანი
11.05.22 21:03
645
Forbes Under 30-ის ფორბსის გამარჯვებული ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზს მიიღებს, - ამის შესახებ Forbes Georgia-ს ახალგაზრდულ სამიტზე გიორგი ისაკაძემ სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

"ფორბს გალაზე კიდევ ერთი თემა გადაინაცვლებს, რომელიც გვინდოდა დღევანდელი ამბავი ყოფილიყო. 30 წლამდელთა სიის 2020-2019-ის გამარჯვებული ჩვენთვის არის და რეალობაში იყო ნიკო კვარაცხელიაც - ქართული სოციალური ქსელის, Feedc-ის, დამფუძნებელი. ვგეგმავდით Forbes-ის რჩეულების პრიზი ნიკოს სახელობის ყოფილიყო. ვიმსჯელეთ Forbes-ის გუნდში და ნიკოს სახელობის პრიზი ინაცვლებს და ყოველ წლიურად Forbes-გალაზე გადავა.

30 წლამდელთა სია ნიკოს სახელით, ადამიანის რომელიც გამორჩეული იყო და ზუსტად ისეთივე ვარსკვლავი იყო, როგორიც თითოეული თქვენგანი, ეს ყოველწლიური პრიზი იქნება და გადაეცემა ყველაზე გამორჩეულ ბიზნესმენს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან იმედებს იძლევა, რომ მათი ბიზნესი გაამართლებს. მიხარია, რომ ნიკო კვარაცხელია იყო, არის და რჩება, როგორც 30 წლევანდელთა გამარჯვებულიც", - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

ცნობისთვის, წელს საქართველოში Forbes Georgia-ს ახალგაზრდული სამიტი ტარდება. ის ამერიკული Forbes-ის ანალოგია. აღსანიშნია, რომ Forbes-ის რედაქციაში წელს უპრეცედენტო რაოდენობის, 370-მდე აპლიკაცია შევიდა, საიდანაც საუკეთესო კანდიდატები ჯამში 5 ნომინაციაში გადანაწილდა.