მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ გაგუა: 2022 წლის ივნისში ინფლაცია 3%-თან ახლოს უნდა იყოს

60e2e44116e02
ინგა მურუსიძე
05.07.21 15:27
687
"ჩვენი პროგნოზებით, ინფლაციამ შემდგომ პერიოდში დაღმავალი ტრაექტორია უნდა მიიღოს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა, ფინანსთა მინისტრის მოქმედმა მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენენ.

„ინფლაცია, რა თქმა უნდა, მაღალია, მაგრამ ორნიშნა ინფლაცია ადრეც ჰქონია ქვეყანას, მაგალითად, 2011 წელს. მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა ქვეყანა აფიქსირებს ბოლო 20 წლის რეკორდული ინფლაციის დონეს. ინფლაციას აქვს ორი წყარო - ზეწოლა მომდინარე ერთობლივი მოთხოვნიდან და ზეწოლა მომდინარე ერთობლივი მიწოდებიდან.

ეროვნული ბანკის პოზიცია არის, რომ ის ინფლაციას უნდა ებრძოლოს სწორედ ერთობლივი მოთხოვნიდან გამომდინარე. თუ ინფლაციური ზეწოლა მომდინარეობს ერთობლივი მოწოდებიდან, იქ ეროვნული ბანკი გაცილებით უფრო ფრთხილად უნდა იყოს.

სებ-ი უნდა უყურებდეს არა დღევანდელ ინფლაციას, არამედ იმ ტრაექტორიას, საითკენაც მიდის ინფლაცია. ჩვენი პროგნოზებით, ინფლაციამ შემდგომ პერიოდში დაღმავალი ტრაექტორია უნდა მიიღოს და მომავალი წლის ივნისში 3%-თან ახლოს უნდა იყოს“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

შეგახსენებთ: ივნისში წლიური ინფლაცია 9.9%-მდე დაჩქარდა. 2021 წლისთვის მიზნობრივი ინფლაცია 3%-ითაა განსაზღვრული.