10.იანვარი.2019 18:00
ეკონომიკა

ნიკოლოზ გაგუა: საერთაშორისო ინსტიტუტები ენდობიან ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს

ნიკოლოზ გაგუა: საერთაშორისო ინსტიტუტები ენდობიან ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს
„მსოფლიო ბანკის საქართველოს ეკონომიკური ზრდის განახლებულ პროგნოზს, საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები და 2019-2021 წლებში დაგეგმილი ინიციატივები”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების ანგარიშის კომენტირებისას.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0 პროცენტამდე გაიზრდება, ხოლო მომდევნო წლებში საშუალო ზრდა 5.1 პროცენტი იქნება.

„ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ენდობიან ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და მმართველობით სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას, მიუხედავად, ზოგადად, რეგიონში მიმდინარე პროცესებისა. მსოფლიო ბანკის შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია რეგიონში. ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური პოლიტიკა, გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდეს მომავალ პერიოდშიც,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის განახლებული ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0%-მდე გაიზრდება.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღმოსავლეთ, ასევე, ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში.


ავტორი: თელარა გელანტია

16.ივნისი.2019 21:00
53

“ფინანსთა სამინისტროში პრობიზნესური მართვის მოდელი დამხვდა” - ივანე მაჭავარიანი

ვრცლად
16.ივნისი.2019 20:10
91

მინისტრი: სიტყვები, როგორიცაა ინკლუზიურობა, მცირე ბიზნესი - სადღეგრძელოებად არ უნდა დარჩეს

ვრცლად
16.ივნისი.2019 19:00
157

რა რჩევებს აძლევს გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობას

ვრცლად
16.ივნისი.2019 18:30
166

საშა ტერნესი: კარგი იქნება, თუ საქართველო სამრეწველო პოლიტიკას ჩამოაყალიბებს

ვრცლად
16.ივნისი.2019 18:09
189

“რუსეთში ჩვენს მეზობელ ტერიტორიაზე იყიდება ხორბალი, რომელიც არ არის ბოლომდე ლეგალური”

ვრცლად
16.ივნისი.2019 17:10
203

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზე მიწის მართვის სააგენტოს ქმნიან

ვრცლად