მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ გაგუას სებ-ში გადასვლა სამინისტროსთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება - კაკაურიძე

60d1f541d225e
თელარა გელანტია
23.06.21 10:15
873
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ნიკოლოზ გაგუას ეროვნული ბანკის საბჭოში გადასვლა ფინანსთა სამინისტროსთვის დიდი დანაკლისი იქნება.

საქმე ისაა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტური წევრის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურა წარუდგინა.

„ნიკოლოზ გაგუას სებ-ის საბჭოში გადასვლა ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. ის მაღალ დონის პროფესიონალია.
შესაძლებლობა არის თუ არა, რომ ვაკანტურად დარჩეს მისი ადგილი, მე ვფიქრობ, რომ - არა, რადგან ნიკოლოზ გაგუას აბარია ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა მაკროეკონომიკა და საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობები. ამდენად, მისი პოზიცია ვაკანტური ვერ დარჩება და ვინმემ უნდა ჩაიბაროს. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას მე ვერ მივიღებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან მალეა საპოვნელი ის ადამიანი, ვინც სამინისტროში აღნიშნულ მიმართულებებს უხელმძღვანელებს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის: ნიკოლოზ გაგუასთან ერთად, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.