მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ გამყრელიძე: ჯანდაცვა ბიზნესია, რომელსაც აქვს თავისი სოციალური პასუხისმგებლობა

5e086d2a95af3
ანი ციხისთავი
30.12.19 10:15
1970
"გეთანხმებით, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა იზრუნონ რეინვესტიციაზე და ვფიქრობ, ზრუნავენ“, - ასე უპასუხა სამედიცინო კორპორაცია ევექსის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ “საქმის კურსის“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, კლინიკები, რომლებიც მთავრობის 520-ე დადგენილებას აკრიტიკებენ, მეტად კომერციაზე არიან ორიენტირებულები და ეკატერინე ტიკარაძე მათ რეინვესტირებისკენ მოუწოდებს.

„ჯანდაცვა, ზოგადად, ბიზნესია, მითუმეტეს კერძო სექტორში მყოფი კომპანიები არიან მომგებიანი ბიზნესები. გეთანხმებით, რომ მათ უნდა იზრუნონ რეინვესტიციაზე და ვფიქრობ, ზრუნავენ. არამგონია, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ოდესმე ჩადებულიყო იმხელა ინვესტიცია, რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ბიზნესი, რომელსაც თავისთავად აქვს თავისი სოციალური პასუხისმგებლობა და ტვირთი, იმიტომ რომ საქმე ეხება პაციენტებს, მაგრამ აქვს თავისი კომერციული ინტერესებიც და ორივე ძალიან კარგად უნდა იყოს დაბალანსებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.