24.ივლისი .2021 12:15

ნიკოლოზ გამყრელიძე: სამწუხაროდ, ანტივაქსერული ხმა გაცილებით ხმამაღლა ისმის, ვიდრე პროვაქსერული

ნიკოლოზ გამყრელიძე: სამწუხაროდ, ანტივაქსერული ხმა გაცილებით ხმამაღლა ისმის, ვიდრე პროვაქსერული
views 1501
უკან

“სამწუხაროდ დღეს, ანტივაქსერული ხმა გაცილებით ხმამაღლა ისმის, ვიდრე პროვაქსერული”, - ამის შესახებ გადაცემაში #BMGDRIVE-ში “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომაც და ბიზნესმაც ვაქცინაციის სიკეთეებზე ბევრი და ხმამაღლა უნდა ისაუბროს.

“აქაც ისეთი კამპანია უნდა იყოს, როგორიც საარჩევნო კამპანიაა. ამაზე დიდი პრიორიტეტი დღეს სახელმწიფოს არ აქვს. ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაა დღეს უდიდესი გამოწვევა. საქართველოში რომ ინვესტიცია მოიზიდო, პაპზე მეტი კათოლიკე უნდა იყო. მგონია, რომ დღეს პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად არის ის, რომ ინვესტორებს ნდობა გავუჩინოთ, რათა ქვეყანაში ფული ჩადონ. ამაზე დღე და ღამე მთავრობის ეკონომიკური ბლოკი უნდა ზრუნავდეს. როდესაც, საინვესტიციო გარემოში რაღაც იცვლება, ამას პირველ რიგში ჩვენ ვგრძნობთ. ჩვენი ინვესტორი რამდენიმე ასეული საერთაშორისო ფონდია. ეს მათ განწყობებზე პირველივე დღეს იგრძნობა", - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.