მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ გამყრელიძე: საზოგადოების ვალია გავუფრთხილდეთ და არ დავაზიანოთ ერთმანეთი

5e77bad5ca0de
შოთა ტყეშელაშვილი
22.03.20 23:08
2757
"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით საკუთარ Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. ნიკოლოზ გამყრელიძე მოსახლეობას არსებულ ვითარებაში სოციალური დისტანციის დაცვისა და წინდახედულობისკენ მოუწოდებს.

"ჩვენი როგორც საზოგადოების ვალდებულებაა ამ შემთხვევაში გავუფთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი. გაუფრთხილებლობით შეიძლება უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი). ძალიან გთხოვთ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ, და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის - სოციალური დისტანცირება. ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია უკლებლივ ყველასთვის მიუხედავად სატატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა, აბსოლიტურად ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. მხოლოდ ესე შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევას,"- აღნიშნავს ნიკოლოზ გამყრელიძე. 



21 მარტიდან საქართველოში ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. მთავრობის მიერ მოქალაქეთა თავყრილობები არის აკრძალული, უფრო კონკრეტულად კი 10 კაცზე დიდი ზომის შეკრება დაუშვებლად არის გამოცხადებული. ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 54 და გამოჯანმრთელების 3 შემთხვევა არის აღრიცხული. 

თავად ნიკოლოზ გამყრელიძემ 7 მარტს განაცხადა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.