13.სექტემბერი .2019 18:00

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: 2013 წლიდან ბიზნესი თავისუფალია

views 352
უკან

„მინიმუმ თაობები უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ თავისუფალ ქვეყანაში დაბადებულმა თავისუფალმა საზოგადოებამ, თავისუფალი ბიზნესი აკეთოს,“ - ამის შესახებ BM.GE-ს „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

კერძოდ, მინისტრის თქმით, „ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა“.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი მიიჩნევს, რომ გასულ წლებთან შედარებით ამჟამად ქვეყანაში თავისუფალი ბიზნეს გარემოა.

„მას (გულისხმობს ფინანსთა მინისტრს) უნდა შევეკითხოთ რატომ 25 წელი? არ ვიცი, ალბათ თავისუფალი საქართველოს არსებობის პირობებში ეს პერიოდია.

ბოლო 25 წელი ანუ შევარდნაძის, სააკაშვილის და „ქართული ოცნების“ პერიოდი სამ ნაწილად რომ დავყოთ, 2013 წლიდან ბიზნესი თავისუფალია და ეგზისტენციალური საფრთხე არ არსებობს. არსებობს ის საკითხები, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში გადაწყვეტას ექვემდებარება,“ - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა