23.ოქტომბერი .2019 11:25

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ინვესტორებს ველოდოთ - ყველგან უნდა მივიდეთ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ინვესტორებს ველოდოთ - ყველგან უნდა მივიდეთ
views 1063
უკან

„ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობაზე საუბრისას ლოგისტიკური გადაზიდვების გარდა ე.წ. ცოდნის კორიდორის შექმნის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.


როგორც ხუნძაკიშვილი განმარტავს, ქვეყნებმა ერთმანეთში ცოდნა უნდა გაცვალონ.


„მნიშვნელოვანია ე.წ. ცოდნის კორიდორის შექმნა. ჩვენ ინფორმაციაც უნდა გავცვალოთ, ცოდნაც უნდა გავცვალოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინოვაციური ტექნოლოგიებით უნდა ჩავერთოთ იმიტომ, რომ თუ არ გამარტივდა საბაჟო პროცედურები და გადაზიდვის მოდალური მექანიზმები, ჩვენი გზა არაეფექტური იქნება და ტვირთს სხვა ალტერნატიული გზები წაიღებენ.


საჭიროა მეტი აქტიურობა, აბსოლუტურად ყველგან უნდა ვიყოთ. დღეს საქართველოს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ მარტო საქართველოში დავრჩეთ და პოტენციურ ინვესტორებს ველოდოთ. ჩვენ ყველგან უნდა მივიდეთ და საქართვლოში ინვესტორები ჩამოვიყვანოთ, სწორედ ეს არის ჩვენი ხსნა", -  განაცხადა ხუნძაკიშვილმა.


ცნობისთვის: „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღე უკვე დაიწყო. დისკუსიის ძირითადი თემაა - „ინვესტირება წარმატებისთვის“. პანელზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა