01.მარტი .2016 14:38

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: მარკირების საფასურს 1 წლის განმავლობაში სახელმწიფო გადაიხდის

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: მარკირების საფასურს 1 წლის განმავლობაში სახელმწიფო გადაიხდის
views 1771
უკან

პრემიერი, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა პროდუქციის სავალდებულო მარკირება იყო. როგორც კომპანია "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, 1 წლის განმავლობაში ბიზნესი სავალდებულო მარკირების თანხას არ გადაიხდის. "თუ ამ ერთი წლის შემდეგ ჩვენ დავინახავთ რომ სავალდებულო მარკირებამ ქვეყანას მისცა აღურიცხავი პროდუქციის აღმოჩენა და რეალურად გაიზარდა წარმოებული პროდუქცია, ეს იმას ნიშნავს, რმ სახელმწიფო ცალსახად ამბობს, რომ აწყობს ამაში ფულის გადახდა“, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.
 
რაც შეეხება მარკირების აპარატთან დაკავშირებულ ტექნიკურ პრობლემას, ხუნძკიშვილის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საკითხზე მუშაობა ტექნიკურ ჯგუფთან, შემოსავლების სამსახურსა და კომპანია SICPA-სთან ერთად მოხდება.

"ტექნიკურ პრობლემებს რაც შეეხება, ყველაზე ნაკლები კომპლექტაციაა არჩეული, რადგან მაშინ სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ნაკლები დაჯდომოდა. მარკირების აპარატის სრული კომპლექტაცია არ იყო, რაც პრობლემის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

ჩვენთან ეს პრობლემა ნაკლებადაა რადგან სიჩქარე ნაკლებია, - მაგალითად ბორჯომი საათში 40 000 ბოთლს აწარმოებს სადაც პრობლემა შესაბამისად მეტია. ტექნიკური საკითხი გადაწყვეტადია. ტექნიკური პრობლემა არის ისიც, რომ ჩვენ ფაქტიურად არ გვაქვს შეხება მარკირების პროცესთან, თუმცა აღმოჩენის შემთხვევაში ვჯარიმდებით", - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა